გეჯეთის საჯარო სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
07-03-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაული აღნიშნეს. კლასის ხელმძღვანელმა ნატალია სახოკიამ, დედებს კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქა.

მოსწავლეებმა დედებს, მასწავლებლებს და დამსწრე ქალბატონებს ლამაზი, თბილი სიტყვებით, ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს გაზაფხულის ლამაზი დღესასწაული დედის დღე.

დედის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ მხიარულად და ხალისიანად ჩაიარა..

„დასასრულს, სახალისო აქტივობები გაიმართა - შვილებს დედები უნდა ამოიცნოთ. დედებს კი უნდა გაეცათ კითხვებისთვის პასუხი, რითაც გამოჩნდებოდა, თუ როგორ იცნობდნენ თავიანთ შვილებს, ყოველი არასწორი პასუხის შემთხვევაში ღიმილს აშენებდნენ სახეზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203