ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის კულტურის შემსწავლელთა კლუბის წევრები მეცნიერს, საინტერესო თემაზე სასაუბროდ, ონლაინ შეხვდნენ
07-03-2023

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში კულტურისა და ისტორიის ხარისხიან და სიღრმისეულ სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა. 

სკოლაში უფროსკლასელთათვის შექმნილია კულტურის შემსწავლელთა კლუბი, რომელსაც პირიმზე რურუა ხელმძღვანელობს.

2 მარტს, კულტურის კლუბის წევრებისთვის ონლაინ ფორმატით შედგა შეხვედრა თსუ-ს პროფესორ ქეთევან ხუციშვილთან თემაზე - „კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა; თანამედროვე გამოწვევები“.

ქეთევან ხუციშვილი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, თსუ-ს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი, საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის სპეციალობით ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. არის ოთხი მონოგრაფისა და 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მათ შორის აქვს საერთაშორისო პუბლიკაციები საქართველოს ანთროპოლოგიური კვლევის, ყოფისა და კულტურის ტრანსფორმაციული პროცესების, რელიგიური საკითხების და ეთნო-კულტურული იდენტობის შესახებ.

საუბარი უაღრესად საინტერესოდ წარიმართა; მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები, გამოთქვეს აზრი ცალკეულ საკითხზე.

მეცნიერთან შეხვედრა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, მოზარდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს და ახალი ცოდნა შეიმეცნეს. 

„ქეთევან ხუციშვილის რანგის მეცნიერთან შეხვედრა ნამდვილად განსაკუთრებული მოვლენა იქნება ახალგაზრდების ცხოვრებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203