დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - დათუნა კვარაცხელიამ და ლიზი თოფუამ საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
07-03-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
მოსწავლეები საინტერესო აქტივობებს ხშირად მართავენ. ამჯერად, მოსწავლეებმა დათუნა კვარაცხელიამ და ლიზი თოფუამ პრეზენტაცია წარადგინეს, რომლის თემაც ჯეკ ლონდონის „თეთრი ეშვი“ და რობერტ ლუის სტივენსონის „განძის კუნძული“ იყო.
მათ თემაზე ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, ნაწარმოებებს გაეცნენ და ინფორმაციული პრეზენტაცია მოამზადეს.
აღსანიშნავია, რომ ისინი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და გამორჩეული მოსწავლეები არიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს