ბარალეთის N2 სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართეს
07-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობითა და სასაწავლო პროცესში ჩართულობით გამოირჩევიან. 

ისინი სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს მონდომებით აღნიშნავენ, ამიტომაც, მათი ყურადღების მიღმა არც დედის დღე დარჩენილა. 

მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს, რითაც დედებსა და დამსწრე საზოგადოებას გაზაფხულის დღესასწაული მიულოცეს. 

ღონისძიებაზე მრავალფეროვანი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შესრულდა. მოსწავლეებმა დედებს თემატური ლექსებიც მიუძღვნეს. უფროსკლასელებმა კი, საინტერესო პლაკატები წარადგინეს, რომელშიც ხაზი დედობრივი სიყვარულის ყოვლისშემძლეობას გაუსვეს. 

„ყველა დედას ვულოცავთ დედის დღეს! დედა ხომ სიცოცხლის წყაროა, რომლის სიყვარულზე წმინდა და უანგარო ამქვეყნად არაფერია. „დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია,რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე, რასაც სული უდგას და და მზეს უცქერს". დედობრივი სიყვარული მძლეთამძლეა!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203