ჰერეთისკარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული თამუნა ბერიძე კუთვნილი ოქროს მედალით საზეიმოდ დაჯილდოვდა
07-03-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულ თამუნა ბერიძეს კუთვნილი ოქროს მედალი და სერტიფიკატი საზეიმო ვითარებაში გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ თამუნა ბერიძე ნიჭიერი და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული მოსწავლე იყო. სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„თამუნა ბერიძეს კიდევ ერთხელ ვულოცავთ კუთვნილ ჯილდოს და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს