„როგორც უფალი, დედაც ამ ქვეყნად ერთადერთი და საყვარელია“- კაცხის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა
07-03-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „როგორც უფალი, დედაც ამ ქვეყნად ერთადერთი და საყვარელია“, გაიმართა.

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, საკუთარი შემოქმედება წარადგინეს. ღონისძიებაზე ერთმანეთს ლექსი, ცეკვა და სიმღერა ცვლიდა. გარდა ამისა, მათ ინსცენირებაც გამართეს. მოსწავლეებმა აღნიშნული ღონისძიებით გაზაფხულის დღესასწაულები დედებსა და ქალ პედაგოგებს მიულოცეს. 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით სკოლის დირექტორმა მიმართა - ყველას მიულოცა. მან ქალისა და დედის როლზე ისაუბრა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203