მაჭატიის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგის - სარქის მარქარიანის მოსწავლეთა წარმატება 
07-03-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი, ყველასთვის გამორჩეული სარქის მარქარიანია, რომელიც აქტიურადაა ჩართული სპორტულ სიახლეებში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგი აქტიურად მუშაობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, სწორედ მისი წყალობითაა, სოფელში მრავალი წარმატებული სპორტსმენი.

აღსანიშნავია, რომ 19 თებერვალს, კასპში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი კარატეში. მაჭატიის საჯარო სკოლიდან ათეულობით მოსწავლე მონაწილეობდა.

განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია, დანიელ ჰოვაკანიანმა, რომელიც მეორე ადგილის მფლობელი გახდა, ასევე წარმატებით იასპარეზეს მასის სოღბათიანმა და გორ სოღბათიანმა, რომლებმაც მესამე ადგილები დაიკავეს.

„ვულოცავთ მოსწავლეებს და მასწავლებელს ამ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ...“ -აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203