„აღმოაჩინე ქუთაისი“- იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები მათი შექმნილი გზამკვლევით სკოლებში მოგზაურობას აგძელებენ
07-03-2023

იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლა, აქტიურად აგრძელებს ქუთაისის საჯარო სკოლებში მოგზაურობას და მათ წიგნს - „აღმოაჩინე ქუთაისი“, აცნობს.

წიგნი მოსწავლეებმა შექმნეს, მათ ქუთაისში არსებული კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლების, მათი დაარსებისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციები მოიძიეს და ერთ წიგნად აკინძეს, რომელიც ქუთაისის გასაცნობად ერთგვარი გზამკვლევიც გახდა.

ამჯერად, წიგნის ავტორები - სანდრო ხანთაძე, გურამ ბანძელაძე, ლიზი კვიმსაძე, მარიამ ჟორჟოლიანი, მარიამ კვერნაძე, (XI კლასი დამრიგებელი თიკო სვანიძე) და ორგანიზატორები - მურად ჯიშკარიანი და დარინა ყურუა, ქუთაისის N32 საჯარო სკოლას ესტუმრნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრის მთავარი მიზანი, ქუთაისის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში, ქალაქში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ ცნობადობის გაზრდაა.

აღსანიშნავია, რომ სამენოვანი წიგნი - „აღმოაჩინე ქუთაისი“,  ძალიან კარგი საშუალებაა ტურისტებისთვის, მარტივად დაგეგმონ მარშრუტი ქალაქის ტერიტორიაზე.

როგორც სკოლაში აანონსებენ, „აღმოაჩინე ქუთაისის“ მოგზაურობა კვლავ გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან მორიგი შეხვედრები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203