ტურცხის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა 
07-03-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა, სარვამარტო ღონისძიება წარმოადგინეს.

ღონისძიებას კლასის დამრიგებელი სიმა ხითარიანი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა ლექსებით, ცეკვებითა  და სიმღერებით მიულოცეს დედებსა და იქ დამსწრე ყველა ქალბატონს ქალთა საერთაშორისო დღე.

ღონისძიება ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გამოვიდა, მოსწავლეები დიდი სიამოვნებითა და სიხარულით ჩაერთნენ წარმოდგენაში.

„სკოლა მადლობას უხდის  მოსწავლეებს და სიმა მასწავლებელს შესანიშნავი ღონისძიებისთვის... მთელი გულით ვულოცავთ ყველა დედას, მოსწავლე გოგონებსა და ქლბატონ თანამშრომლებს 8 მარტის დღესასწაულს და ვუსურვებთ  უდიდეს ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და ყოველივე მხოლოდ საუკეთესოს!“

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203