„დედა, სიკეთის, სილამაზის ზღაპარი“ - წერეთელის საჯარო სკოლაში 3 მარტს კლასის საათი მიეძღვნა
07-03-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 3 მარტი აღნიშნეს.

მე-3 კლასში დედის დღესთან დაკავშირებით, კლასის საათი: „დედა, სიკეთის, სილამაზის ზღაპარი. დედა, იმედის საამო ბაღნარი“ მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი მიულოცეს. 

მოსწავლეებმა მისალოცი ბარათები დაამზადეს, სადაც დედები ლამაზი და თბილი სიტყვებით შეამკეს - მათ მიმართ სიყვარული, პატივისცემა გამოხატეს. 

მესამეკლასელებმა ასევე ლამაზი, ფერადი ფიგურები გამოჭრეს და თემატური ნახატები შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203