„დედის ჩახუტების მსგავსი არაფერია“ - ცხუნკურის N1 სკოლის დაწყებით კლასებში 3 მარტს კლასის საათი მიეძღვნა
07-03-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით, დაწყებით კლასებში საინტერესო კლასის საათი ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დამრიგებლებმა მოსწავლეებს დედაშვილობის მადლზე და სიყვარულზე ესაუბრნენ.

მოსწავლეებმა თავიანთი დიზაინით, დიდი მოწიწებითა და მონდომებით, დედის დღის მისალოცი ბარათები შექმნეს.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ჰქონდეთ ემოციების გაზიარებს შესაძლებლობა და სკოლაში პატარებისთვის სასიამოვნო სასწავლო გარემო იყოს შექმნილი.

პედაგოგებთან ერთად მსგავსი აქტივობების განხორციელება, კიდევ უფრო სახალისოა და მეტად აახლოებს ბავშვებს მასწავლებლებთან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203