მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საშუალო სკოლაში, დედის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიება, მუსიკის მასწავლებლის ნინა კოკაიას ხელმძღვანელობით გაიმართა.
მოსწავლეები ღონისძიებისთვის საგანგებოდ მოემზადნენ და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა წარუდგინეს.
პატარებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, ლექსები წაიკითხეს და ემოციური წარმოდგენა შესთავაზეს მაყურებელს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას, რესურსცენტრის უფროსი პაშა გულორდავა და ბუთხუზ წულაია ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: