
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ყუმისთავის სკოლაში, საგაზაფხულო ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს.
ღონისძიება გაზაფხულის შემობრძანებას, დედებსა და ქალბატონებს ეძღვნება.
სამზადისში, მრეწველობის კლუბ „მარჯვე ხელების“, წევრები, პედაგოგ სალომე თადორაძის, ხელმძღვანელობით აქტიურად არიან ჩართულნი და მიზნის მისაღწევად დაუღალავად შრომობენ.
ღონისძიების მონაწილეები, დედებისა და პედაგოგებისთვის დიდი რუდუნებითა და სიყვარულით ამზადებენ საჩუქრებს, რომლებსაც ღონისძიების ბოლოს სამახსოვროდ გადასცემენ.
იხილეთ ფოტოები: