„გადავარჩინოთ დედამიწა“- რუსთავის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიმართვა თანატოლებს
24-04-2018
რუსთავის N9 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა საინფორმაციო ბუკლეტები - Save the Earth („გადავარჩინოთ დედამიწა“) დაამზადეს.
აქტივობას პედაგოგი ნელი გაბრიელიძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის აღსაზრდელებმა დაარიგეს პროკლამაცია-ბუკლეტები დედამიწის დაცვასთან დაკავშირებით.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქტივობის მიზანია მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.
დედამიწის დღე მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს