
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა, დედის დღესთან დაკავშირებით, მშობლებს სიურპრიზი მოუწყვეს და შთამბეჭდავი სანახაობა მიუძღვნეს.
ღონისძიებას, კლასის დამრიგებელი, ისტორიის მასწავლებელი არინე ჩოგანდარიანი ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მშობელთა კრებაზე მოსული დედები, შვილების მოულოდნელი დახვედრით ძალიან გახარებულნი დარჩნენ.
დედებს, ბავშვებმა ლექსები წაუკითხეს და ცეკვები და სიმღერები შეუსრულეს.
წარმოდგენა სომეხი მწერლის პარუირ სევაკის ლექსითა - „დედის ხელები“ და ყვავილების ჩუქებით დასრულდა.
იხილეთ ფოტოები: