„ანბანის გაცილება“ - ცოდნის ზეიმი სენაკის N1 საჯარო სკოლაში 
07-03-2023
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის სკოლის 1-ელიკლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მხარდაჭერით, საინტერესო ზეიმი - „ანბანის გაცილება“, მოაწყვეს.

ღონისძიებაზე ბავშვებმა გააფორმეს ასო - ბგერები და ფორმატზე ფერადი ძაფებით საკუთარი სახელები ამოქარგეს.  

მათთვის ღონისძიება ძალიან სახალისო იყო, პრაქტიკული დავალებების საშუალებით კიდევ უფრო გაითავისეს და განამტკიცეს ნასწავლი მასალა.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, პრაქტიკული გამოცდილება მასალის ათვისების, მოსწავლეების გააქტიურებისა და მათთვის სასწავლო პროცესის კიდევ უფრო საინტერესოდ წარმართვისთვის.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203