
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში, დედის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიება მოეწყო, რომელსაც პედაგოგი ნინო კალანდაძე ხელმძღვანელობდა.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა წარუდგინეს.
საგანგებოდ მოწყობილ და გაფორმებულ სცენაზე, ერთნაირ ფერებში, საზეიმოდ გამოწყობილმა პატარებმა ლექსები წაიკითხეს, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შეასრულეს და ემოციური სიტყვები წარმოთქვეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება ძალიან ამაღელვებელი იყო.
ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მშობლები, რისთვისაც პედაგოგი და სკოლის დირექცია მადლობას უხდის.
„დაწყებითების შეუდარებელი მასწავლებელი ნინო კალანდაძე, მოაზროვნე და კრეატიული კლასი, თანამშრომლობის კულტურის მქონე მშობლები... მადლობა ყველას და ცალ-ცალკე თითოეულს ამ ლამაზი დღისთვის“ - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: