გურიფულის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ბულინგი“, საინტერესო პროექტი განახორციელეს
07-03-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლაში სხვადასხვა თემაზე მოსწავლეთა ცნობიერებისა და თვალსაწიერის გაფართოების მიზნით, არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება, პროექტი თუ აქტივობა იმართება.
მათ შორის VII კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ მაკა ნიკოლავას ხელმძღვანელობით, განახორციელეს პროექტი თემაზე - „ბულინგი“.
პროქტი მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა. მოსწავლეებმა ბულინგის სახეებსა და პრევენციის გზებზე ისაუბრეს, ძალადობა დადგემს, კედლის გაზეთი დაამზადეს, ლოზუნგებით - არა ბულინგს! ნუ გახდები ძალადობის თანამონაწილე! ბანარები გააკრეს და პრეზენტაცია გამართეს.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს