ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები კოლხეთის ეროვნულ პარკს ესტუმრნენ 
06-03-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სხვადსხვა საინტერესო და შემეცნებით პროექტებსა თუ აქტივობებში მონაწილეობენ.

ამჯერად, პედაგოგ შორენა მურუსიძის მხარდაჭერით, ბავშვები კოლხეთის ეროვნულ პარკთან აქტიურად თანამშრომლობენ.

კოლხეთის ეროვნულ პარკში ვიზიტისას მოსწავლეებმა, საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და მასპინძლებს საინტერესო იდეები გაუზიარეს.

შემდგომ კი, სხვადასხვა პროექტების განხორციელება დაგეგმეს.

მიმდინარე პროცესებში აქტიურად მონაწილეობდნენ: X კლასის მოსწავლეები - რეზი არველაძე და გიორგი მესხია და Xl კლასის მოსწავლეები - მარიამ ზარგინავა, გიორგი არველაძე და ლიზი მანჩუკი

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203