„ჩემი ჰიმნი“- ხრეითის N2 საჯარო სკოლა VII კლასის მოსწავლის  - გიორგი ფხაკაძის საინტერესო ნამუშევარს გვიზიარებს 
06-03-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, საინტერესო აქტივობა მე-7 კლასში გაიმართა. ქართულ ლიტერატურაში, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოცემული იყო თემა -„სამშობლო უფრო ღრმაა..“

მის ფარგლებში, მოსწავლეებმა ანა კალანდაძის, მედეა კახიძის, მურმან ლებაძის და აკაკი წერეთლის სიმღერად ქცეული ლექსები  შეისწავლეს.

შემდეგ კლასში პოეზიის საღამო გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები და ჰიმნის შექმნის ისტორიას გაეცნენ. 

მოსწავლეებმა თვითონაც სცადეს ჰიმნის მათეული ვერსიების ერთმანეთისთვის გაზიარება. სკოლა VII კლასის მოსწავლის  - გიორგი ფხაკაძის ნამუშევარს გვიზიარებს:

    ჩემი ჰიმნი

დიდება შენი დიდება
მხარევ, მოსილო სიკეთით,
ლამაზო, თვალებწარმტაცო
ხალხით, ერით და შვილებით.
ძირს ჩაკიდულო ხედებო,
ავდექით, ჭირში დაგიდგით
მუხლი,ხელი და გულიო,
ისე ძალიან მიყვარხარ
შენ შემოგწირე სულიო,
გიყვარდეს შენი სამშობლო
აფასეთ, მისი გულიო.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203