ბადრი ბერანძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აქტიურად აღნიშნავენ.
გამონაკლისი არც გაზაფხულის გამორჩეული დღესასწაული - დედის დღე ყოფილა. მე-4 კლასში, დამრიგებელ ირმა მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ყველა სიკეთის დედაა ქალი... ქალი სიცოცხლის ჯადოქარია“ გაიმართა.
მის მიმდინარეობაში მოსწვლეები მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და მშობლებს ეს დღე მიულოცეს.
საზეიმოდ იყო მორთული კლასი, რაც სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
იხილეთ ფოტოები: