თელავის N6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა საბჭოთა ოკუპაციის კვალი საინტერესო აქტივობით გაიაზრეს
06-03-2023
თელავის N6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა საინტერესო აქტივობა გამართეს.
მათ, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელ - ეკა კობიაშვილთან ერთად, თელავში „საბჭოთა ტური“ მოაწყვეს.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს გაეაზრებინათ ოკუპაციის კვალი, საბჭოთა რეჟიმი და შედეგები თელავისათვის, მისი მოქალაქეებისთვის. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ის ნაკვალევი, სადაც მაშინდელი ადგილობრივი საბჭოთა მთავრობა მსახურობდა და სადამსჯელო ოპერაციებს ასრულებდა.
აქტივობამ წარმატებით ჩაიარა. სამოქალაქო კლუბის წევრები IX, X და XI კლასის მოსწავლეები არიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს