
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობასა და კონკურენტულ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას დიდი ყურადღება ექცევა.
აღსანიშნავია, რომ ჭადრაკში, ფრონის ხეობის გუნდურ პირველობაზე ოლიმპიადა ჩატარდა, რომელიც 21 თებერვალს, ბერძენაულის საჯარო სკოლაში გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობდნენ: ბერძენაულის, აგარა N1, აგარა N2, ქვენატკოცის, ატოცისა და აბისის გუნდები.
შეხვედრას ხელმძღვანელობდა სპორტის პედაგოგი ირაკლი მეარაყიშვილი. ადგილები კი ასე გადანაწილდა:
I ადგილი - ბერძენაულის გუნდი;
II ადგილი - აგარა N2-ის გუნდი;
III ადგილი - ქვენატკოცის გუნდი.
იხილეთ ფოტოები: