საღამოს საჯარო სკოლაში ესეების კონკურსი გაიმართა
06-03-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური, ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარების მიზნით, არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება, კონკურსი თუ აქტივობა იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ამჯერად სკოლაში,  გეოგრაფიის მასწავლებლის, ანჟელა ნალბანდიანის ინიციატივით, ჩატარდა შემოქმედებითი უნარების განმავითარებელი ესეების კონკურსი თემებზე - „მსოფლიო ჩემი თვალებით“, „დედამიწა ჩემი სახლია“, „ჩემი საოცნებო სკოლა“, „ჩემი ოცნება“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს ჰქონდათ მათთვის საინტერესო თემის არჩევისა და საკუთარი აზრის თავისუფლად ჩამოყალიბების საშუალება. გამომდინარე იქედან, რომ თითოეული მოსწავლის მოსაზრება იყო კრეატიული. კომისიის წევრებმა გადაწყვიტეს მოსწავლეთა ნამუშევრების გაერთიანება „ფლიფჩარტზე“, რომელიც დაკიდეს დერეფნის კედელზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203