ხაშურის N2 სკოლის მასწავლებელი ქეთევან გოგალაძე გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
06-03-2023

დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობენ. 

ამჯერად, ინგლისური ენის მასწავლებელი ქეთევან გოგალაძე, გაცვლითი პროგრამის -  Access Exchange 2023-ის მონაწილე გახდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ქეთევანი, პროგრამის ფარგლებში, 3 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით დაესწრება ორკვირიან პროფესიული განვითარების კურსს ვაშინგტონში, მასპინძელ უნივერსიტეტში და შემდეგ გაემგზავრება პორტლენდში, ორეგონში, რათა დაესწროს ერთკვირიან პროგრამას - 2023 TESOL International convention-ს.

პროგრამა მიზნად ისახავს მსოფლიოს ოცდახუთი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციას,  გამოცდილების გაზიარებას, ადგილობრივი სკოლების გაცნობასა და პრაქტიკული ცოდნითა და უნარებით მასწავლებელთა აღჭურვას.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა სრულად ფინანსდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203