ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს ხალისითა და ინტერესით სწავლობენ 
06-03-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში, ჭადრაკში მორიგი საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

საგნის მასწავლებელი ვარდიტერ გრაბსკაია გახლავთ, რომელიც მოსწავლეებს სადემონსტრაციო დაფაზე სტრატეგიულ თამაშსა და სწორ სვლებს ასწავლის.

მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას ცდილობდნენ.

სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა ჭადრაკის წავლებას, რადგან ის მოსწავლეებს სხარტ აზროვნებასა და ლოგიკურ მსჯელობას აჩვევს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203