ჯიგრაშენის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა დედის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს
06-03-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღეს აქტივობა მიუძღვნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, მშობლიური ენის მასწავლებელმა ელენა წარუკიანმა მე-9 კლასში საინტერესო ღონისძიება ჩაატარა.
მოსწავლეებმა სიმღერები შეასრულეს და თემატური ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. მათ თემატური პლატაკი მოამზადეს და საკლასო ოთახი მორთეს. მეცხრეკლასელებმა მშობლებს დედის დღე ვარდებით და ბარათებით მიულოცეს.
ღონისძიებამ უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
„მოსწავლეებმა და მშობლებმა მშობლიური ენის მასწავლებელს, ელენა წარუკიანს მადლობა გადაუხადეს, რადგან ღონისძიება მისი უდიდესი დახმარებით გაიმართა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს