ვაზიანის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, მოთხრობები დაწერეს
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს ხშირად ასრულებენ. ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლებმა დავალება,
სიკეთის თემაზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოამზადეს. მათ თემატური მოთხრობები დაწერეს.
მათი ხელმძღვანელი მ
ასწავლებელი ეკა ბუთხუზი იყო.
მოსწავლეებმა პერსონაჟები შეარჩიეს, მოქმედების დრო და ადგილი მოიფიქრეს, დაწერეს ამბავი და თავადვე შექმნეს თემატური ილუსტრაციები.აღსანიშნავია, რომ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა.
დავალების დასრულების შემდეგ, მოსწვლეებმა თავიანთი ნაშრომები თანაკლასელებს გააცნეს და იმ სტრატეგიებზე ისაუბრეს, რომელებსაც სწავლის პროცესში იყენებდნენ.
პრეზენტაციის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა თანაკლასელთა ნამუშევრები შეაფასეს. მასწავლებელმა კი უკუკავშირი განმავითარებელი კომენტარის საშუალებით გამოხატა. ნამუშევრების გამოფენა საკლასო ოთახში მოეწყო.
იხილეთ ფოტოები: