ვანის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებს ბუნებისმეტყველების გაკვეთილი მუზეუმში ჩაუტარდათ
06-03-2023
ვანის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მოტივირებასა და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ისინი სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს იყენებენ. ამჯერად, მეორე კლასის მოსწავლეებს ბუნებისმეტყველების გაკვეთილი მუზეუმში ჩაუტარდათ. 

მოსწავლეები ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დაიტვირთნენ, დრო ნაყოფიერად გააატრეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

„საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე 45 წუთი. პირველი სტუმრობა მუზეუმში და ზღვა ემოციებისა!
მადლობა მადონა მასწავლებელს დღევანდელი სასიამოვნო დღისთვის! 
მადლობა მუზეუმის თანამშრომლებს გულთბილი დახვედრისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203