ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა კალათბურთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ თამაშებზე პირველი ადგილი დაიკავა
06-03-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები არამხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სპორტულ აქტივობებშიც მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, ისინი საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პროექტის - „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“, ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ თამაშებში მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა თავი კალათბურთში გამოიჩინეს. გოგონათა გუნდმა ღირსეულად იასპარეზა და პირველობა არავის დაუთმო. 

ისინი, სკოლებს შორის, რეგიონის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ. მოსწავლეთა სპორტის მასწავლებელი და მწვრთნელი ვარლამ დანელიაა. 

სკოლაში მათ საპატიო დახვედრა მოუწყვეს. 

„ჩვენს ტრიუმფატორებს სახელდახელო დახვედრა მოვუწყვეთ და ერთად გავიზიარეთ გამარჯვების სიხარული.
მადლობა გოგონებს და მათ მასწავლებელს, რომელმაც უზარმაზარი შრომა ჩადო ამ ბავშვების დაოსტატებაში.
ვემზადებით რესპუბლიკური ოლიმპიადისთვის. წინ სრული სვლით! გილოცავთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203