გალავნის საჯარო სკოლაში ეკოსკოლა შეიქმნა
06-03-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის გალავნის საჯარო სკოლაში პროექტის - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, ფარგლებში, ეკოსკოლა ჩამოყალიბდა და ეკოკომიტეტი არჩევნების გზით აირჩა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეკოკომიტეტში მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებლები და მშობელი იმუშავებენ.

აღსანიშავია, რომ ჩატარდა აუდიტი და შედეგების მიხედვით შეირჩა შესაბამისი სამუშაო თემა.

ამ ეტაპზე ეკოკომიტეტი სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, რომელში გაწერილი აქტივობებიც ეტაპობრივად შესრულდება.

ეკოსკოლასთან ერთად, სკოლაში ეკოკლუბი „მართვე“, ძალიან წარმატებით და აქტიურად საქმიანობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203