დიდი ჭყონის N1 სკოლის მეექვსეკლასელებმა დედის დღის მისალოცი მრავალფეროვანი ბარათები შექმნეს
06-03-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედისა და ქალთა დღის მისალოცი ბარათები დაამზადეს.

ღია ბარათები მე-6 კლასი მოსწავლეებმა, თავიანთი დიზაინით, ფერადი ფურცლებითა და ფანქრებით შექმნეს.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის ამაღლებული განწყობის შექმნა და მათი ემოციების გაზიარება.

სწორედ ამიტომ, პედაგოგი ქეთევან ჩიქვანაია, რომლის ინიციატივითაც აქტივობა ჩატარდა, სამუშაო პროცესში თავადაც აქტიურად მონაწილეობდა.

მოსწავლეებისთვის, მასწავლებელთა მხარდაჭერა და მასთან მეგობრული დამოკიდებულების ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ეს განაპირობებს, რომ ბავშვებისთვის განსაკუთრებულად საყვარელია პედაგოგი - ქეთევან ჩიქვანაია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203