„მრავალი წლის წინ“- ყაურმის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა საინტერესო პრაქტიკული სამუშაო
06-03-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო, შედეგსა და განვითარებაზე ორიენტრებულ აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, მე-5 კლასში, ბუნებისმეტყველების პედაგოგ სვეტლანა ცოციკიანის ხელმძღვანელობით, პრაქტიკული სამუშაო თემაზე - „მრავალი წლის წინ“, ჩატარდა.
მის მიმდინარეობაში მოსწაველები მონდომებით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, საკითხზე ინტერესით იმუშავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მეხუთეკლასელებმა საინტერესო თემატური ნამუშევარიც დაამზადეს.