სენაკის N1 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
06-03-2023
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, მე-4 კლასში საინტერესო აქტივობები გაიმართა. მოსწავლეებმა მისალოცი ბარათები მოამზადეს, კლასი შესაბამისად მოირთო.
მეოთხეკლასელებმა სიტყვა წარმოთქვეს, თემატური ლექსები წაიკითხეს და სახალისო აქტივობა გამართეს. მათ დედების მიმართ გრძნობები გამოხატეს, რითაც მშობლები ძალიან გაახარეს.