ეფრემოვკის საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დისკუსია გაიმართა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ.
ამჯერად, დისკუსია საბჭოთა ოკუპაციის დღეს მიეძღვნა. აქტივობის მიზანი ისტორიის ამ ტრაგიკული მონაკვეთის გახსენება და მასზე საუბარი იყო.
დისკუსიას გეოგრაფიის მასწავლებელი ჰასმიკ ანტონოსიანი ხელმძღვანელობდა. მოსწავლეებმა არგუმენტირებულად იმსჯელეს, მოსაზრებები ღიად დააფიქსირეს და დრო ნაყოფიერად გაატრეს.
გარდა ამისა, ოკუპაციის თემას ნახატების გამოფენა მიეძღვნა.
„მოსწავლეებმა იმსჯელეს რუსეთის მიზნებზე - დღესაც ხდება ქართული მიწების მიტაცება. დაასაბუთეს საკუთარი მოსაზრებები, როგორ უნდა მოგვარდეს აგრესორ მეზობელთან ურთიერთობა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: