კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეებმა დედის დღის მისალოცი ბარათები დაამზადეს
06-03-2023
ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეებმა დედის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.

lV კლასის მოსწავლეებმა დედებისთვის მისალოცი ბარათები დაამზადეს, ყველაზე საყვარელ ადამიანებს გულწრფელი სურვილები მიუძღვნეს და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.

მეოთხეკლასელებმა ბარათები ლამაზად მოხატეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად გამოავლინეს.

აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის საყვარელი და მზრუნველი პედაგოგები გრძნობების გაზიარებას ბავშვებსაც ასწავლიან.

დედის დღე საქართველოში ტრადიციისამებრ 3 მარტს აღინიშნება. დღესასწაული ქვეყანაში 28 წლის წინ დაარსდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203