ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
06-03-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ.
რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც გაზაფხულის გამორჩეული დღესასწაული - დედის დღე ყოფილა. სკოლაში შესაბამისი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიმდინარეობაში მოსწავლეების დიდი სიყვარულით, ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და გრძნობები გამოხატეს.
მოსწავლეებმა დრო ძალიან ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მათ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს