იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო შემოქმედებითი აქტივობა
06-03-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან, საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბუნების მასწავლებელთან ერთად საინტერესო აქტივობები შეასრულეს. მათ ხელოვნების ნიმუშები შექმნეს, შემოქმედებითი ხედვა და უნარები შესანიშნავად გამოავლინეს. მოსწავლეებმა დახატეს, ლამაზი ფიგურები გამოძერწეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის მნიშვნელოვანია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203