„როგორ დავიცვათ ჯანმრთელობა?“ - გარდაბნის N3 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
06-03-2023

გარდაბნის N3 სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას დიდ ყურადღებას აქცევენ. სწორედ ამ მიზნით, სკოლაში საინტერესო და საგანმამათლებლო სახის პროექტები ეწყობა.

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასში მოსწავლეებმა პედაგოგ სევდა შახვერდიევას ხელმძღვანელობით, პროექტზე - „როგორ დავიცვათ ჯანმრთელობა“ იმუშავეს. მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, პლაკატები დაამზადეს და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან ყველაზე აქტიური მოსწავლეები ნიჰად გასანოვი, ნიჯათ სამედოვი და ომარ ალიევი იყვნენ.  

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა ცოდნისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია, რაზეც სკოლა აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203