„დედიკო, გილოცავ იების ღიმილს“- ეწერის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედებს ღია ბარათები მიუძღვნეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში სხვადსხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ.
რასაკვირველია, გამონაკლისი არც დედის დღე ყოფილა. „დედიკო, გილოცავ იების ღიმილს“- პირველკლასელებმა მშობლებს გაზაფხულის დღესასწაული ლექსებით, სიმღერებით, ლამაზი ნახატებითა და თავიანთი ხელით დამზადებული ბარათებით მიულოცეს.
აქტივობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მთვარისა ფიფია, კლასის ხელმძღვანელი თინათინ მიქავა და ხელოვნების მასწავლებელი ნანა ჯიქია ხელმძღვანელობდნენ.
აღსანიშნავია, რომ აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: