„ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული პრობლემები“- ჩიხის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლაში პროექტის - „გარემო ჩემი სახლია“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხორციელდება. მერვე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლია გოგობერიშვილის ხელმძღვანელობით, ქიმიაში კომპლექსური დავალება -„ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული პრობლემები“ შეასრულეს. მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარადგინეს.
მათ თანატოლებსა და პედაგოგებს თავიანთი შექმნილი და დასათაურებული შემდეგი სტატიები წარუდგინეს:
- „ჰაერი ჩვენი სიცოცხლეა, გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს“- ლიზი კაპანაძე;
- „ჩემი სამყარო საფრთხეშია“ - ანი ღუღუნიშვილი;
- „დედამიწას შველა უნდა“ - ნინი ნოზაძე;
- „გადავარჩინოთ დედამიწა“ - თაკო ბანძელაძე, ნიკა ჭიღლაძე, თორნიკე ასანიძე;
- „ჰაერი და ჩვენ“ - ელენე მაჭარაშვილი;
- „ჰაერის დაბინძურება“ - თემურ ჭიღლაძე, ბერიკა ჭიღლაძე'
- „ჰაერის მასივი ნადგურდება“ - ლიზი ენუქიძე;
- „ჰაერი სიცოცხლისთვის აუცილებელია“ - ლუკა მაჭავარიანი;
- „ჰაერი ჩემი სამყაროა“ - გიორგი ბაგაური;
- „ჰაერის გადარჩენა ჩვენს ხელშია“ - მარიამ ცუხიშვილი;
- „დედამიწა ავადაა“ - მანანა კობახიძე, ნატალი კრაველიძე;
- „დედამიწა სართხეშია“ - ანი ტალახაძე;
- „ჰაერი და ადამიანი“ - ლუკა კაპანაძე;
- „ჩვენი სიცოცხლე ჩვენს ხელშია“ - ალიკა ცუხიშვილი.
მოსწავლეებმა ჰაერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ჰაერს საზღვრები არ აქვს და მისი დაბინძურება გლობალური პრობლემაა, ამიტომ პრობლემის მოსაგვარებლად უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ და ყველა მოქალაქემ.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა დასახეს პრობლემის მოგვარების გზები, ამ მიზნით მნიშვნელოვნად ჩათვალეს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, სწორედ ამიტომ დაამზადეს ბუკლეტები და დაურიგეს თანატოლებს, მომავალში მსგავს ბუკლეტებს სასოფლო თემშიც გაავრცელებენ.
აქტივობამ ძალიან ნაყოფიერად და საქინტერესოდ ჩაიარა. სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: