ცხუნკურის N1 სკოლასთან შერწყმულ ყუმისთავის სკოლის ლიტერატურული კლუბის წევრებმა ასტრიდ ლინდგრენის საოცარ სამყაროში შეაბიჯეს 
06-03-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლასთან შერწყმულ ყუმისთავის სკოლის ლიტერატურული კლუბის პატარა წევრები, ყველასთვის საყვარელი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედებას გაეცნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა შეიყვარეს გრძელწინდა, წითელთმიანი, ჭორფლიანი, „უცნაური“ - პეპილოტა.

ბავშვებმა საოცარი რუდუნებით იმუშავეს პეპის პორტრეტზე და მრავალფეროვანი ნახატებიც წარმოადგინეს.

„თუ ასტრიდ ლინდგრენის დავუჯერებთ - „მიეცით ბავშვებს სიყვარული, მეტი სიყვარული და მაინც მეტი სიყვარული... საღი აზრი თავისით მოვა“ თავად კი მართლაც შექმნა სიყვარულით სავსე სამყარო და ჩვენც მოვალე ვართ ამ სიყვარულს ვაზიაროთ ჩვენი პატარა „კარცერლუქსელები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203