„მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში“- სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გაკვეთილი 
06-03-2023
სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სწორედ ამ მიზნით, დაწყებითი კლასის მასწავლებელმა - ირმა გაგუამ IV1 კლასში შემეცნებითი გაკვეთილი - „მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში“ ჩაატარა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ.

მათთან მუშაობისას მასწავლებელმა შემდეგი მეთოდები და ტექნიკა გამოიყენა: 

  • თამაში: დრამატიზაციის თამაშები, რეჟისორული თამაშები, სიუჟეტი, გარე თამაშები, დიდაქტიკური თამაშები, თამაშის პრობლემური სიტუაციები.
  • სიტყვიერი: საუბარი, მხატვრული სიტყვა, კითხვები, კრებული ზღაპრებისურათებისა და ილუსტრაციების საფუძველზე, სიტყვების შექმნა.
  • ვიზუალური: ილუსტრაციები და ნახატები, მულტიმედიური პრეზენტაციები, ვიდეოები, დაკვირვებები, თამაშის პერსონაჟები
გაკვეთილმა დიდი წარმატებით ჩაიარა. მას ხალისი ზღაპროს პერსონაჟის - ბურატინოს, მოულოდნელმა ვიზიტმა შესძინა. 

„სიხარულითა და ემოციებით აივსო საკლასო ოთახი. ეს პროექტი მათთვის იყო მეტად საინტერესო, სახალისო და შთაბეჭდილებებით დატვირთული“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203