მუხრანის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო გერაძემ პრაქტიკული სამართლის ტრენინგკურსი გაიარა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ნინო გერაძე განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა.
ის სხვადასხვა საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვება. ამჯერად, ნინო გერაძე New Vision University-ის იურიდიული ფაკულტეტის ტრენინგებში - „პრაქტიკული სამართლის ტრენინგთა კურსი“ მონაწილეობდა.
მან წარმატებით გაიარა ქასთინგი, ტრენინგები და ტესტი. მოსწავლემ კურსის წარმატებით გავლისთვის სერტიფიკატი დაიმსახურა. სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტო: