
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თეატრალურ ფესტივალზე მორიგი წარმატება მოიპოვეს.
მათ ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და შესაბამისი შედეგიც მიიღეს. სკოლის „მაკ ჯორჯიას“ თეატრალურმა დასმა, 2023 წლის ზამთრის ფესტივალზე სამ ნომინაციაში გაიმარჯვა:
აწყურის საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს, რეჟისორებს, ფესტივალის ორგანიზატორებსა და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს კი მადლობას უხდის.
„ეს არის შედეგი თავდაუზოგავი გუნდური მუშაობის, მეგობრობისა და მხარდაჭერისა...რისთვისაც სკოლის დირექცია მადლობას უხდის რეჟისორებს - ლექსო ჩემიასა და ანი ხუბუტიას, მოსწავლეებს, მშობლებს, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და განსაკუთრებული მადლობა „მაკ ჯორჯიას სტაფს“, რომელიც მიზეზია ჩვენი ბავშვების მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებისა, მოციმციმე თვალებისა და ბედნიერებისა“,- აღნიშნავენ აწყურის საჯარო სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: