„დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“ -  გურიფულის საჯარო სკოლის I-III კლასის მოსწავლეთა დედის დღისადმი მიძღვნილი წარმტაცი ღონისძიება
06-03-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.

ღონისძიებაზე - „დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“ I-III კლასის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი მიულოცეს - ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს.

ღონისძიებამ, რომელსაც პედაგოგი ეკა გერგაია ხელმძღვანელობდა, საინტერესოდ და მხიარულად ჩაიარა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203