წალკის N1 საჯარო სკოლაში ხელოვნების კაბინეტი გაიხსნა 
06-03-2023
წალკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სკოლაში „ნორჩი ხელოვანების კლუბის“ ძალისხმევით, ხელოვნების კაბინეტი გაიხსნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, წლების განმავლობაში, ბავშვების ნამუშევრების ნაწილი კლასებში, ნაწილი დერეფნებში ნაწილი კი სამასწავლებლოს კარადებში გამოიფინებოდა. ახლა კი მათ შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი ნიჭი ბოლომდე გამოავლინონ და ნამუშევრები ყველასთვის თვალსაჩინო ადგილას წარმოადგინონ.

„გაფანტული და გადარჩენილი ნიმუშები შევაკოწიწეთ და სასიამოვნო გარემო შევქმენით, სადაც სიამოვნებით ვატარებთ საინტერესო გაკვეთილებს მერხები საკმარისი და ხარისხიანი არ გვაქვს, მაგრამ მაინც ამ ოთახში გვიხარია ხელოვნების გაკვეთილების ჩატარება. აქ ვატარებთ ასევე პრეზენტაციებს და ღონისძიებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნების კაბინეტი სკოლაში მოსწავლეთა უნარების გამოვლენასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს შეუწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203