იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლაში დედის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები მიეძღვნა 
06-03-2023
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით, არაერთი ღონისძიება გაიმართა. 

III6 კლასის მოსწავლეებმა (სოფო ჯანგავაძე) წარმტაც ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

დედის დღე ასევე სკოლის II3 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ეკატერინე ძიგრაშვილი) დიდი მონდომებით აღნიშნეს. 3 მარტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ბავშვები სადღესასწაულო ფორმებში გამოეწყვნენ და დამსწრე საზოგადოებას ჯადოსნური დღე აჩუქეს.

„გილოცავთ, სიყვარულისა და სიკეთის ფერად დაღვრილი გაზაფხულისა და დედის დღის მობრძანებას. სიყვარულითა და სიამაყით აღვსილებმა ცვითეთ დედაშვილობის ბილიკები“, -  ასე ულოცავს მე-2 კლასის დამრიგებელი დედებს 3 მარტს.

სკოლის II 5 კლასმა (დამრიგებელი ინგა მეტონიძე) კი ღონისძიება - „დედა არის სიყვარული, სიცოცხლე და ერთგულება“ სკოლის სააქტო დარბაზში წარმოადგინა. 

მოსწავლეებმა ეს დღე დედების მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამოსახატავად გამოიყენეს - მათ ხმამაღლა მიულოცეს დედის დღე.

„ყველა დედა ხომ ამქვეყნად მოვლენილი ანგელოზია...დედის დღეს გილოცავთ დედებო!“, - აღნიშნავს კლასის დამრიგებელი.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203