„დედაშვილობის ზღაპარი“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლაში გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა 
06-03-2023

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში დედის დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა.

ღონისძიებაში - „დედაშვილობის ზღაპარი“ მე-25 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ინგა მეტონიძე) და მათი დედები მონაწილეობდნენ. მათ სკოლის სცენაზე ლამაზი სანახაობა დადგეს. ისინი შთამბეჭდავ, სადღესასწაულო სამოსში გამოეწყვნენ ლამაზი, მრავალფეროვანი საცეკვაო ნომრები შეასრულეს და დამსწრე საზოგადოებას ჯადოსნური დღე აჩუქეს. 

ეს დღე ღონისძიების თითოეული მონაწილისა და დამსწრე საზოგადოებისთვის ერთ-ერთ დაუვიწყარ მოგონებად იქცა.

აღსანიშნავია, რომ მსგავს ღონისძიებებში მშობელთა ჩართულობა მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს, რაზეც სკოლა აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:








 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203