„დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“ - დაუვიწყარი ღონისძიება ცინარეთის საჯარო სკოლაში 
06-03-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედის დღე საინტერესო ღონისძიებით აღნიშნეს.

შიდასასკოლო ღონისძიებაზე - „დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“ მოსწავლეებმა შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს და დედებს დღესასწაული მიულოცეს. მათ თემატური ლექსები წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

დღე თითოეული მოსწავლისა და დამსწრე საზოგადოებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა.

ღონისძიებას პედაგოგი ნანა ჯაყელი ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს წარმოაჩენს და მათ მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203